ახალი ამბები

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

24 აგვისტო, 2014 • • 6621
ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის მეტეობიუროს განცხადებით, ვულკანი უკვე ამოიფრქვა Dyngjujoku-ის ყინულის საფარქვეშ და ბარდარბუნგას ვულკანური სისტემაში სეიესმური აქტივობა კვლავ გრძელდება.

 

საჰაერო სივრცე დახურულია, თუმცა ისლანდიაში არსებული აეროპორტები კვლავ მუშაობენ. ევროპის საჰაერო უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლოა ვულკანური ფერფლი ყოველ 6 საათში ერთხელ წარმოიქმნას. ისლანდიაში  2010 წელს Eyjafjallajokull-ის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ფერფლმა საჰაერო რეისებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ევროპაში. 

 

ისლანდიის მთავრობამ ვულკან ბარდარბუნგას მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია 21 აგვისტოს დაიწყო. 

 

ვულკანის ტერიტორია დედაქალაქ რეიკიავიკიდან დაახლოებით 300 კმ-ით არის დაშორებული და იქ მუდმივი მცხოვრებლები არ არიან. თუმცა ვულკანი ახლოსაა ეროვნულ პარკთან, პარკი კი ტურისტებს შორის პოპულარულია.

 

ბარდარბუნგას ვულკანური სისტემა ისლანდიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში არსებული მყინვარის ქვეშ მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ვულკანის ნებისმიერმა ამოფრქვევამ, რომელიც ყინულის საფარქვეშაა მოქცეული, შეიძლება ჩრდილოეთ ნაწილის დატბორვა გამოიწვიოს.

 

“ფორბსის” ინფორმაციით, ამ ვულკანიდან გამოწვეული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ბოლო 20 წლის განმავლობაში 18 აგვისტოს დაფიქსირდა, მიწისძვირის სიმძლავრე 4.5 მაგნიტუდა იყო.

 

Eyjafjallajokull- ის ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში. © EPA, 18.04.2010
Eyjafjallajokull- ის ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში. © EPA, 18.04.2010

 

მასალების გადაბეჭდვის წესი