ახალი ამბები

შსს: რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი

24 აგვისტო, 2014 • • 941
შსს: რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი

“ისინი გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე აიყვანეს, საოკუპაციო ხაზის კვეთის ბრალდებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ იქიდან გათავისუფლდნენ. ჩვენს მიერ ევროკავშირის მისია ინფორმირებულია. ასევე ცხელი ხაზი ამუშავებულია. ამჟამინდელი ინფორმაციის მიხედვით, ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი”,- განაცხადა  შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას. 

 

“ეხო კავკაზას” ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთში რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე, მამა-შვილი ავთანდილ და შოთიკო აწკარუნეშვილები აიყვანეს. ისინი ახალსოფელში ცხოვრობენ და მესაზღვრეებმა ქერის მოსავლის აღების დროს დააკავეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი