ახალი ამბები

“ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის ტარიფი იგივე დარჩა

24 აგვისტო, 2014 • • 1744
“ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის ტარიფი იგივე დარჩა

22 აგვისტოს საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  გადაწყვეტილების თანახმად „ენერგო–პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი შემცირდა. 

 ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სემეკის სხდომამდე 2 დღით ადრე განაცხადა, რომ რომ “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაძვირდებოდა.  „ენერგო–პრო ჯორჯიასათვის“ დადგენილი ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი ძალაში შევა 2014 წლის პირველი სექტემბრიდან.

 

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებული სახელისუფლებო ცვლილებების შედეგად, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა მთავრობამ დენის ტარიფი 3-3 თეთრით გააიფა და შედეგად, “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის დღეს ასეთი ტარიფი მოქმედებს. 

 

აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კილოვატსაათის ჩათვლით მოიხმარენ დენს, ტარიფი 9.44 თეთრია, 101-დან 301-ის ჩათვლით – 12.98 თეთრი. ეს ტარიფი ძალაში იყო 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით, თუმცა მთავრობამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც დღემდე საიდუმლოა, 2 წლის ვადით გაახანგრძლივა და იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 100 კვტსთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით გაიაფდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი