ახალი ამბები

ჯაფარიძე პროკურატურის განცხადებაზე: ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ მოსმენაზე

28 თებერვალი, 2019 • 1582
ჯაფარიძე პროკურატურის განცხადებაზე: ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ მოსმენაზე

TBC ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პროკურატურის დღევანდელი განცხადება იყო პასუხი პარლამენტში კომიტეტის ჩაშლილ მოსმენაზე, სადაც დეპუტატებს მისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უნდა მოესმინათ.

მისი თქმით, დღევანდელი განცხადებით პროკურტურა საკუთარ კომპეტენციას გასცდა:

“ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ მოსმენასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ასეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. ჯერ ერთი, ბრალდება მე არ მომისმენია, იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და გაკეთდა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციებისა, რომელიც არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია.  სესხის გაცემის შეფასება პროკურატურის კომპეტენცია არანაირად შეიძლება იყოს” – ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას ხელს ვერაფერი შეუშლის:

“ანაკლიის პროექტი ვითარდება, მას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის. მე მინდა ყველას მოვუწოდო, ასეთი ტიპის განცხადებები, რომლებიც რაღაცას ემსახურება, კონკრეტულ რაღაც მოვლენაზე პასუხს და ა.შ. არის დამაზიანებელი არა მხოლოდ იმ ადამიანების რეპუტაციის, ვის მიმართაც არის ეს განცხადებები, არამედ თვითონ ინსტიტუტების რეპუტაციის დამანგრეველია”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამ თემაზე:

პროკურატურა თიბისის საქმეზე მოკვლეულ გარემოებებს ასაჯაროებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი