ახალი ამბები

ისლანდიის მთავრობამ ვულკანის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

21 აგვისტო, 2014 • • 1120
ისლანდიის მთავრობამ ვულკანის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ვულკანის ტერიტორია დედაქალაქ რეიკიავიკიდან დაახლოებით 300 კმ-ით არის დაშორებული და იქ მუდმივი მცხოვრებლები არ არიან. თუმცა ვულკანი ახლოსაა ეროვნულ პარკთან, პარკი კი ტურისტებს შორის პოპულარულია.

 

გეოლოგების განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიებზე ბიძგები 19 აგვისტოს შემდეგ 300-ჯერ დაფიქისრდა. ეროვნული სამოქალაქო დაცვის სააგენტოს განცახდებით კი, ბარდარბუნგას მიმდებარე ტერიტორიიდან 300-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოების მიზნით გამოიყვანეს.

 

18 აგვისტოს ისლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მდგომარეობის შეფასების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც,, რისკის დონემ საავიაციო ინდუსტრიაში ყვითლიდან ნარინჯისფერზე გადაინაცვლა.

 

ნარინჯისფერი განგაში  ხუთსაფეხურიანი შკალის მეოთხე დონეა. რაც ნიშნავს, რომ  ვულკანი ამოფრქვევის დიდი პოტენციალის მატარებელია.

 

ბარდარბუნგას ვულკანური სისტემა ისლანდიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში არსებული მყინვარის ქვეშ მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ვულკანის ნებისმიერმა ამოფრქვევამ, რომელიც ყინულის საფარქვეშაა მოქცეული, შეიძლება ჩრდილოეთ ნაწილის დატბორვა გამოიწვიოს.

 

“ფორბსის” ინფორმაციით, ამ ვულკანიდან გამოწვეული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ბოლო 20 წლის განმავლობაში 18 აგვისტოს დაფიქსირდა, მიწისძვირის სიმძლავრე 4.5 მაგნიტუდა იყო.

 

გამოცემის ინფორმაციით, ვერტმფრენებს საფრთხე შესაძლოა ლავის ამოფრქვევის მიმართულებამ შეუქმნას. გეოლოგ დევიდ მაკგარვის განცხადებით, ვულკანის სამხრეთ-დასავლეთით ამოფრქვევამ შეიძლება სხვა ახლომდებარე ვულკანების ამოფრქვევა გამოიწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი