ახალი ამბები

მოსკოვში მაკდონალდსის 4 ფილიალი დახურეს

21 აგვისტო, 2014 • • 1191
მოსკოვში მაკდონალდსის 4 ფილიალი დახურეს

სურსათის უვნებლობის სამსახურმა ამის მიზეზად სწრაფი კვების რესტორნების ქსელის მიერ სანიტარული ნორმების დარღვევა დაასახელა, თუმცა შემოწმებები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა და დასავლეთმა ერთმანეთის წინააღმდეგ უკრაინის კონფლიქტის გამო სანქციები დააწესეს.

 

სურსათის უვნებლობის სამსახური უარყოფს, რომ შემოწმება პოლიტიკური მოტივით ხდება.

 

“შემოწმება მომხმარებლების საჩივრების საფუძველზე დაიწყო,”– თქვა ნატალია ლუკიანცევამ, რომელიც სვერდლოვსკის რეგიონში მარეგულირებელი სამსახურის, როსპოტრებნაზორის ოფიციალური წარმომადგენელია.

 

როსპოტრებნაზორის განცხადებით, მათ მოსკოვში მაკდონალდსის ოთხი რესტორანი 18–20 აგვისტოს გამოვლენილი სანიტარული ნორმების მრავალრიცხოვანი დარღვევების გამო დახურეს.

 

მაკდონალდსში კი აცხადებენ, რომ მათი “მთავარი პრიორიტეტი ხარისხიანი და უსაფრთხო საკვების დამზადებაა”.

რეიტერის ინფორმაციით, მოსკოვში დახურულ ფილიალთაგან ერთ–ერთი პუშკინის სკვერში მდებარე რესტორანია, რომელიც 1990 წელს რუსეთში გახსნილ მაკდონალდსის პირველ რესტორანს წარმოადგენს და ცივი ომის დასასრულის სიმბოლოდ ითვლებოდა.

 

მაკდონალდსი
მაკდონალდსი

მასალების გადაბეჭდვის წესი