“აფხაზეთის 33 საარჩევნო ოლქში 154 საარჩევნო უბანია შექმნილი. მათ რიცხვში შედის საარჩევნო უბნები მოსკოვში, ჩერკესკში და სტამბოლში, რომლებიც სოხუმის #5 საარჩევნო ოლქზეა მიწერილი”, – წერს “აპსნიპრესი”.
ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში აფხაზეთში 35 ოლქი და 173 საარჩევნო უბანი იყო.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 24 აგვისტოს ჩატარდება. პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის – რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა და მერაბ ქიშმარია.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |