შვედეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. BBC-ის ინფორმაციით, დაკავებული მუშაობდა ერთ-ერთ მაღალი ტექნოლოგიების კომპანიაში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო უწყებები ეჭვობენ, რომ სავარაუდო ჯაშუში რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელმა გადაიბირია, რომელიც თავს დიპლომატად ასაღებდა.
სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუში რესტორანში აიყვანეს. მისი ვინაობის შესახებ საგამოძიებო უწყებები ინფორმაციას არ ავრცელებენ.