სამთავრობო ჯარები ცდილობენ, ჩაახშონ პრორუსი ამბოხებულები. კერძოდ, ალყა შემოარტყან დონეცკის, ყველაზე დიდ ქალაქს, რომელიც ამბოხებულთა ხელშია.
34 გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრი ლისენკომ განაცხადა, რომ 9 ჯარისკაცი დაიღუპა და 22 დაშავდა ილოვეისკთან ბრძოლაში გვიან ღამით.
ილოვეისკი არის ძირითადი საავტომობილო და სარკინიგზო გზა, რომელიც რეგიონის დედაქალაქ დონეცკს რუსეთის საზღვართან აკავშირებს.
კიევის მთავრობა კონფლიქტის გადასაჭრელად დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს. კონფლიქტმა 2.000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და იძულებით გადაასახლა 300.000.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს კვირის ბოლოს უმაპსინძლებს. შემდეგი ვიზიტი მომდევნო კვირას მერკელს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, აქვს დაგეგმილი.
უკრაინის ქალაქ ლუჰანსკში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 12 კმ-ში მდებარეობს, სიტუაცია კრიტიკული გახდა ოთხშაბათს. მთავრობა და აჯანყებულები ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში დაუპირისპირდა. წერს “თაიმს ქოლონისტი”.
მათი ინფორმაციით, ქალაქი წყლის, ელექტროენერგიისა და სატელეფონო კავშირების გარეშე 18 დღის განმავლობაში იყო დარჩენილი. მოსახლეობა რიგებში გენერატორის საშუალებით გამომცხვარი პურის საყიდლად იდგა.
ამავე მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინა რუსეთს ამბოხებულების შეიარაღებსა და მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რასაც რუსეთი უარყოფს. დაპირისპირება რუსეთ-უკრაინას შორის, დაახლეობით, 5 თვეა, გრძელდება.

