თბილისის მერია დედაქალაქში საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემის დანერგვას აპირებს. როგორც თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, მისი აზრით, ზონალური პარკინგის მინიმალური ღირებულება საათში 50 თეთრით უნდა განისაზღვროს.
იმისათვის, რომ “ნეტგაზეთის” მომზადებული კალკულატორით ისარგებლოთ და ამ ფასის შენარჩუნების პირობებში გაიგოთ, სავარაუდოდ, რა დაგიჯდებათ დღეში, კვირაში, თვეში და წლიურად ზონალური პარკინგით სარგებლობა, კალკუალატორში სულ ორი მონაცემის შეყვანაა საჭირო.
პირველ გრაფაში ტოლობის შემდეგ შეიყვანეთ დღეების რაოდენობა იმის მიხედვით, თუ კვირაში რამდენი დღე დაგჭირდებათ ზონალური პარკინგით სარგებლობა, მეორე გრაფაში კი მიუთითეთ დღეში, სავარაუდოდ, რამდენი საათით გააჩერებთ მანქანას პარკინგზე:
ამავე თემაზე
თბილისში პარკინგი გაძვირდება – მერია საათობრივ-ზონალური პარკირების შემოღებას გეგმავს