ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აპსნიპრესი: აფხაზეთში ცესკოს თავმჯდომარის სახლის ეზოში აფეთქება მოხდა

20 აგვისტო, 2014 • 1058
აპსნიპრესი: აფხაზეთში ცესკოს თავმჯდომარის სახლის ეზოში აფეთქება მოხდა

აფხაზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოხუმში, ბატალ ტაბაღუას საკუთარი სახლის ეზოში, დღეს, 20 აგვისტოს, დაახლოებით დილის ოთხ საათზე, ხელყუმბარა გადააგდეს. სამართალდამცავი ორგანოები ასაფეთქებელი მოწყობილობის მოდელს ჯერ ვერ ასახელებენ. აფეთქების შედეგად ტაბაღუას ოჯახის არც ერთი წევრი არ დაშავებულა.


“აპსნიპრესის” ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმე 207-ე მუხლის 1 პუნქტის (ხულიგნობა საბრძლო მასალის გამოყენებით) და 164-ე მუხლის მე-2 პუნქტის (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება) თანახმად აღიძრა.


“ტაბაღუას თანამდებობის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოების მიერ განიხილება სხვა ვერსიებიც, რომლებთან დაკავშირებითაც საჭირო საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ტარდება”, – წერს “აპსნიპრესი”.


შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და სოხუმის მთავარი პროკურორი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი