ახალი ამბებისამართალი

ინდოეთის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით ქუთაისში 1 პირი დააკავეს

27 თებერვალი, 2019 •
ინდოეთის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით ქუთაისში 1 პირი დააკავეს

ქუთაისში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ა. ბ. ინდოეთის მოქალაქის გაცარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის დამტკიების შემთხვევაში ბრალდებულს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქუთაისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, საქართველოში დროებით მცხოვრებ ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გატაცებული დოკუმენტები კი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი