ახალი ამბები

ფესტივალი “კაზანტიპი” დღეს 21:00 საათზე გაიხსნება

20 აგვისტო, 2014 • • 1072
ფესტივალი “კაზანტიპი” დღეს 21:00 საათზე გაიხსნება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალს შემდეგი შემსრულებლები გახსნიან:

 

მთავარი სცენა:

 

LIVE ON MARS – SENOR MARKUSEN

BILL PATRICK

SETH TROXLER

MARTINEZ BROTHERS

AFTERPARTY at SPACE:

SETH TROXLER

MARTINEZ BROTHERS

 

სცენაზე  “Дружба народов”, წარსდგებიან ქართველი მუსიკოსები:


BERO

GIO SHENGELIA

ALEXKID

BACHO&COBERT

 

დღესვე მოუსმენთ შემდეგ შემსრულებლებს :  LENA POPOVA, KARINA SAAKYAN,KOLYA & GARIY.

 

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დანარჩენ დღეებში უფრო მეტ სიურპრიზს პირდებიან რესპუბლიკა  Z-ის ყველა სტუმარს.

 

10 დღის განმავლობაში დაგეგმილ ძირითად დღესასწაულები ასეა გადანაწილებული:

 

20,21,22 აგვისტო- ახალმოსახლეობა.

 

20,22,26,30 აგვისტო- ბუშტების დღე (რესპუბლიკის მოსახლეობა, ყველა სათითაოდ ბუშტზე აწერს თავის სურვილს და მზის ჩასვლისას ჰაერში უშვებს).

 

24-29 აგვისტო- ნანო ფილმების ფესტივალი.

 

30 აგვისტო-ფინალური აპოთეოზი.

 

კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით ამ წუთებში (11:53) თბილისში მსვლელობას მართავს სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი. გუშინ ანაკლიაში კი საპატრიარქომ პარაკლესი გადაიხადა. ანაკლიისა და განმუხურის მაცხოვრებლებმა, დაახლოებით 50–მდე ადამიანმა ივლისის ბოლოს კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება მოითხოვეს და ამ ფორმით დაუპირისპირდნენ მათ, ვისაც აღნიშნული ფესტივალის ჩატარება არ სურს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი