ახალი ამბები

ილია მეორემ მრევლს სამების მოხატვისთვის ფულადი დახმარების გაღებისკენ მოუწოდა

19 აგვისტო, 2014 • • 1286
ილია მეორემ მრევლს სამების მოხატვისთვის ფულადი დახმარების გაღებისკენ მოუწოდა

“მე მინდა მოგახსენოთ, რომ დაწყებულია წმინდა სამების ტაძრის მოხატვა თბილისში და ვისაც გაქვთ საშუალება, ვისაც შეგიძლიათ, რომ დაეხმაროთ ამ მხატვრებს, ჩვენ მადლობელი ვიქნებით ამ დახმარებისათვის. სპეციალური ფონდი უკვე შექმნილია და ერთი ლარიც რომ შეიტანოთ, უკვე ბევრს ნიშნავს ეს”,- განაცხადა ილია მეორემ, რომელმაც ფერისცვალებასთან დაკავშირებით მცხეთაში იქადაგა. 

 

2014 წელს საპატრიარქომ ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მიიღო. 2002-2013 წლებში ხელისუფლებამ საპატრიარქოს 200 მილიონი ლარი გამოუყო. წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულადი თანხისა და სხვა მატერიალური ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი