ნეტგაზეთი | აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატები სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდნენ აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატები სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდნენ – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატები სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდნენ

18 აგვისტოს აფხაზეთს პრეზიდენტობის კანდიდატები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდნენ და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამები წარუდგინეს. ამის შესახებ ონფორმაციას ინტერნეტგამოცემა “აპსნიპრესი” ავრცელებს.

პრეზიდენტობის კანდიდატებმა, ასლან ბჟანიამ, ლეონიდ ძიაპშბამ და რაულ ხაჯიმბამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს თავიანთი საარჩევნო პროგრამები გააცნეს. შეხვედრას არ ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი მერაბ ქიშმარია. მისი საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე შეკრებილებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი საიდ ლოლუა ესაუბრა.


საარჩევნო პროგრამების წარდგენამდე უნივერსიტეტის რექტორი ალეკო გვარამია პრეზიდენტობის კანდიდატებს ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. მან განაცხადა, რომ ახალგაზრდები რუსეთის უნივერსიტეტებში მიდიან და შეზღუდული რაოდენობით ხვდებიან იმ ფაკულტეტებზე, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც აქვს, რაც გვარამიას თქმით, სასწავლებლის მიმართ გარკვეული უნდობლობაა.


“ბოლო ათი წელია, განათლების სამინისტრო ჩვენს წინადადებებს უგულებელყოფს”, – განაცხადა გვარამიამ.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია