ახალი ამბები

ნახევარფაბრიკატების საწარმო “მადას” დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სააგენტო

26 თებერვალი, 2019 •
ნახევარფაბრიკატების საწარმო “მადას” დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს აცხადებს, რომ ნახევარფაბრიკატების საწარმო “მადა” დარღვევების გამო დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სააგენტოს ცნობითვე, ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი შპს “მადას” არაფერი აქვს საერთო საკონდიტრო საწარმო “მადარტთან”, რომელიც მომხმარებლისთვის ასევე “მადას” სახელითაა ცნობილი.

სააგენტოს თანახმად, ნახევარფაბრიკატების საწარმო “მადას” ინსპექტირებისას გამოვლინდა 9 კრიტიკული შეუსაბამობა — სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები; კოროზირებული დანადგარები და ა.შ.

შპს „მადა“ საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი