ახალი ამბები

მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნება

26 თებერვალი, 2019 • 1147
მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნება

სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ხვალ, 27 თებერვალს, მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრს გახსნის.

კრიზისული ცენტრი არის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი მომსახურების დაწესებულება. ცენტრის მიზანია როგორც ბენეფიციართა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, ასევე, მათი ჯანმრთელობის დაცვა და ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების ხელშეწყობა.

სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ოთხი კრიზისული ცენტრი, ხუთი თავშესაფარი ფუნქციონირებს. ფონდის დაქვემდებარებაშია ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცხელი ხაზი – 116006.

ცენტრის გახნის ღონისძიებას დასწრებიან ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი