ახალი ამბები

ინტერნეტ ბოტებითა და ფეიკ ნიუსებით გვიტევენ – ხაზარაძე

26 თებერვალი, 2019 •
ინტერნეტ ბოტებითა და ფეიკ ნიუსებით გვიტევენ – ხაზარაძე

თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ბანკის წინააღმდეგ ინტერნეტ ბოტებს იყენებენ და ყალბ ინფორმაციას ტირაჟირებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განუცხადა.

“ჩვენ აქ[პარლამენტში] მოვედით იმიტომ, რომ გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით. სამწუხაროდ, ხდება ძალიან ურცხვი ტირაჟირება და ინტერნეტ ბოტებით თუ სხვადასხვა ფეიკ ნიუსებით შემოტევა. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ერთადერთი ადგილი შეიძლება ყოფილიყო პარლამენტი, სადაც ქართველ ხალხს, საზოგადოებას, დეპუტატებს, მივცემდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთაა და რომელიც ამ ისტორიას ახლავს”, – აღნიშნა მან.

ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ შეწყვიტა სხდომა, რომელზეც თიბისის ბანკის საკითხს განიხილავდნენ.

მიზეზად მან ბანკისთვის “საფრთხის შემცველი ინფორმაციის” გავრცელება დაასახელა. კაკულიას თქმით, ეს გადაწყვეტილება გუნდთან თათბირის შედეგად მიიღო.

დასპონსორებული პოსტები FB-ზე მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი