ახალი ამბები

თბილისში და ვინჩის ნამუშევრების ციფრული რეპროდუქციების გამოფენა მოეწყობა

26 თებერვალი, 2019 •
თბილისში და ვინჩის ნამუშევრების ციფრული რეპროდუქციების გამოფენა მოეწყობა

თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების ციფრული რეპროდუქციების გამოფენა, სახელწოდებით ­„ლეონარდო – Opera Omnia”, მოეწყობა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მულტიმედიური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მუზეუმის ერთ საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები. ამ ფორმით საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს.

გამოფენას 26 თებერვალს, 19:00 საათზე კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და იტალიის ელჩი ენრგიკო ბოტოლი გახსნიან. გამოფენა 29 თებერვლის ჩათვლით გასტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი