ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში მივიდა.
კობა გვენეტაძე თავდაპირველად შეხვდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძე საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით არის დაბარებული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოხსენება უნდა გააკეთოს ორ საკითხზე:
- ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების თობაზე;
- “თიბისი ბანკთან” დაკავშირებულ პროცესზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 25 თებერვალს განცხადება გაავრცელა და პირველ საკითხზე განხილვის გადავადება ითხოვა, ხოლო “თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით” საზედამხედველო ზომების პარლამენტში განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
დღეს კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის პოზიცია არ გაიზიარა და ის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.
პარლამენტში იმყოფებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც.