ნეტგაზეთი | გვალვამ აზერბაიჯანს ზიანი მიაყენა გვალვამ აზერბაიჯანს ზიანი მიაყენა – Netgazeti
RU | GE  

გვალვამ აზერბაიჯანს ზიანი მიაყენა

აზერბაიჯანში გვალვის შედეგად გამხმარი მრავალწლოვანი მცენარეები ნორმალური მოსავლის მიცემას მინიმუმ 5 წლის შემდეგ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა trend.az-ი ავრცელებს.

გვალვა აზერბაიჯანში;          ფოტო: trend.az
გვალვა აზერბაიჯანში; ფოტო: trend.az


აზერბაიჯანის მეცნირებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ენვერ ალიევის ინფორმაციით, გვალვამ ქვეყნის მთელ ტერიტორიას სერიოზული ზიანი მიაყენა.

 

“თუ ამჟამინდელი მდგომარეობა შენარჩუნდება, მაშინ კერძო მეურნეობები და  ხეხილის ბაღები, რომლებიც აგსუინის, გეიჩაის, შამახინის, აგდაშის რაიონებში ათასობით ჰექტარზეა გადაჭიმული, სერიოზულად დაზარალდება გვალვისგან”, – ამბობს ალიევი.

 

მისი თქმით, დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე ხმება მრავალწლოვანი მცენარეები და ეს მეტყველებს იმაზე, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში მათგან ნორმალურ მოსავალს ვერ მიიღებენ.

 

მეცნიერის ინფორმაციით, მდინარეები ფირსაათი და აგსუჩაი მთლიანად დაშრა, ხოლო მდინარე გირდმანჩაიში მარაგი სამჯერ შემცირდა. სწორედ ამიტომ აღნიშნული მდინარეების აუზში მდებარე დასახლებები განსაკუთრებით დაზარალდნენ გვალვისგან.

“თუ შემოდგომა წვმიანი იქნება, ან წვიმიანი ამინდი ცოტა მეტ ხანს გაგრძელდება, სიტუაცია შესაძლოა შედარებით გამოკეთდეს და მოსახლეობა ნაკლებად დაზარალდეს”, – წერს trend.az-ი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი