ახალი ამბები

ირანში მიწისძვრის შედეგად 250 ადამიანი დაშავდა

18 აგვისტო, 2014 • • 970
ირანში მიწისძვრის შედეგად  250 ადამიანი დაშავდა

ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით “როიტერი” იუწყება.


პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, წერს “სიენენი”.

 

ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 250-ს მიაღწია. ამ ინფორმაციას ირანული ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს.

 

ამავე წყაროს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ზედაპირიდან 10 კმ-ის სიღრმეზე, ირანული ქალქის, აბდანანის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში იყო განთავსებული.

 

ირანული სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ბიძგებმა წყლის, ელექტრობისა და სატელეფონო ხაზები ქალაქ აბდანანთან დააზიანა. ირანის ოფიციალური პირების თქმით, ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ეპიცენტრთან ახლოს მიწისძვრას სერიოზული ნგრევა მოჰყვებოდა.

 

შემთხვევა ერაყის საზღვრიდან 40 კმ-ის დაშორებით, ირანის ნავთობმოპოვებისა და წარმოების ობიექტებიდან არცთუ ძალიან შორს დაფიქსირდა. სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 8 სოფელი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. იქ არსებული სახლების ნახევარი კი განადგურდა.

მიწისძვრა ირანში
მიწისძვრა ირანში

მასალების გადაბეჭდვის წესი