“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აგვისტოს დასაწყისში, ქალაქ ბათუმში მდებარე სხვადასხვა ბანკის 5 ბანკომატზე დაამონტაჟეს პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. „სკიმერი“, რომლის საშუალებითაც, თანხების მითვისების მიზნით, სხვისი პლასტიკური ბარათებიდან მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ცდილობდნენ. აღნიშნული მეთოდით ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის კუთვნილი 1100 ლარი მიითვისეს”.- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბანკომატის ეკრანზე დამაგრებული ვიდეო-აუდიო სათვალთვალო და პლასტიკური ბარათის ჩასადებ ჭრილზე მოთავსებული ინფორმაციის წამკითხავი მოწყობილობები აღმოაჩინეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს. მათივე თქმით, დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, კომპიუტერული მონაცემებისა და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების და ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება, გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს . 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *