რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შვილი ელიზავეტა პესკოვა ევროპის პარლამენტში სტაჟიორად მუშაობს და ევროკავშირის გარკვეულ დოკუმენტებსა და ბაზებზე დაშვება აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას RFE/RL ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პესკოვა სტაჟიორად საფრანგეთის წარმომადგენელ დეპუტატ ემერიკ შოპრადთან მუშაობს. ამ დეპუტატმა 2014 წელს ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიას.
“პესკოვა ნმადვილად არის რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი პერსონის შვილი, მაგრამ, როგორც სტუდენტენს, მას ისეთვე უფლება აქვს გაიაროს სტაჟირება, როგორც სხვა ახალგაზრდებს”, – აცხადებს ფრანგი დეპუტატი.
დეპუტატი ევროპრალამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრია. ის ასევე გაწევრიანებულია EU-რუსეთის საპარლამენტო კომიტეტში.
შოპრადი 2015 წლამდე მარინ ლე პენის პარტიის წევრი იყო. 4 წლის წინ მან ლე პენის ბლოკი დატოვა და ევროპარლამენტის მეორე მემეარჯვენე, პოპულისტურ გაერთიანებაში (EFDD) შევიდა.
ლიზა პესკოვა დედასთან და ორ უმცროს ძმასთან ერთად წლებია საფრანგეთში ცხოვრობს. 2016 წელს პრესტიჟული ლიცეუმი École des Rochesდაასრულა.
სად სწავლობენ ლავროვის, პესკოვისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების შვილები