უცხოეთის მოქალაქეები ვიზას მათსავე ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში მიიღებენ, რისთვისაც საკონსულოების გადაიარაღება და თანამშრომლების დამატება გახდება საჭირო, ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

 

აღნიშნული ცვლილებები ძალაში 1 სექტემბრიდან შევა. მინისტრმა მიგრაციის მართვის სფეროში განხორციელებული ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა ყოველწლიურ შეხვედრა – კონსულარიუმზე განიხილეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ფაზა დასრულებულია და იმპლემენტაციის პროცესი იწყება:

 

“ჩვენ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას ვასრულებთ ევროკავშირთან, პირველი ფაზა პრაქტიკულად დასრულებულია, ეს არის საკანონმდებლო ფაზა. გადავდივართ მეორეზე, რომელიც არის იმპლემენტაციის ფაზა და ამ იმპლიმენტაციის ფაზაში განსაკუთრებით გვჭირდება ტექნიკური დახმარება”

 

კონსულარიუმი დღეს, 11.00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნა. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერაა ორგანიზებული.



კონსულარიუმის ფარგლებში გაიმართება  საკონსულო თანამდებობის პირების შეხვედრები და ინფორმაციების გაცვლა  სხვადასხვა სახელმწიფო  უწყებების წარმომადგენლებთან.

მიგრაციის საკითხებზე ორგანიზებულ ტრეინინგში მონაწილეობას მიიღებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *