ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 6 მარტს წარდგება

25 თებერვალი, 2019 •
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 6 მარტს წარდგება

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 მარტს წარდგება.

პარლამენტის 5-7 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნულ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობის ლიდერი და უმრავლესობის ლიდერი. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი