ახალი ამბები

არ მგონია, გედევანი ბოლო იყოს – ბესელია უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლაზე

25 თებერვალი, 2019 • 765
არ მგონია, გედევანი ბოლო იყოს – ბესელია უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლაზე

დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ გედევან ფოფხაძე არ იქნება ბოლო, ვინც საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

ბესელიას თქმით, ფოფხაძე ყველაზე ადრე გამოთქვამდა პროტესტს და რამდენიმე მცდელობა ჰქონდა უმრავლესობიდან გასვლის.

“ასეთი ნაბიჯი ყველაზე დროული და სწორი რეაქციაა იმ მოვლენების მიმართ, რაც დღეს ხდება. ვინც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ არის დიალოგის შესაძლებლობა, ალბათ, მოგვიანებით დაფიქრდებიან ამაზე. მე არ მგონია, რომ გედევანი იყოს ბოლო. ალბათ,  სხვა კოლეგებიც იქნებიან, რომლებიც უმრავლესობიდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, ის ფიქრობს ახალი პოლიტიკურ პლატფორმის შექმნაზე და დღეიდან თანამოაზრეებთან კონსულტაციებს იწყებს.

ბესელია არ გამორიცხავს თემატურ თანამშრომლობას “სოციალ-დემოკრატებთან”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი