“დაკავებულმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1986 წელს დაბადებულმა ვასილ მ.-მ ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 1978 წელს დაბადებულ კახაბერ ქ-ს, 1994 წელს დაბადებულ მიხეილ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვასილ მ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ვასილ მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 17-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
