ნეტგაზეთი | მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 15 აგვისტო მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 15 აგვისტო – Netgazeti
RU | GE  

მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 15 აგვისტო

რუსული ავტოკოლონა უკრაინის საზღვართან, ოპოზიციის აქცია პაკისტანში, ვარშავის ბრძოლის 94 წლისთავი, კონფლიქტი პალესტინასა და სირიაში, ის მოვლენებია, რომელიც ევროპის პრესფოტოსააგენტოს ობიექტივში მოექცა.

რუსული ავტოკოლონის მძღოლი აჩვენებს ჟურნალისტებს სატვირთო მანქანის ძარას,, უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით. © EPA, 15.08.2014

სირიის ძალებმა ხელახლა დაიკავეს ქალაქი 14 აგვისტოს და დაამარცხეს შეიარაღებული დაჯგუფება, რომელსაც ხუთი თვის განმავლობაში ებრძოდა სირიის შეიარაღებული ძალები.

შეიარაღებული ძალების მეთაურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სირიის ჯარმა ქალაქში მშვიდობა და სტაბილურობა დაამყარა.

პოლონელები აღნიშნავენ ვარშავის ბრძოლის 94-ე წლისთავს, რომელსაც “საოცრება მდინარე ვისტულაზე” სახელით იცნობენ. © EPA, 15.08.2014

1920 წელს ვარშავის ბრძოლა იყო გადამწყვეტი პოლონეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ომში, რომელშიც პოლონელებმა გაანადგურეს საბჭოთა არმია.

ოპოზიციის მომხრეების მასობრივი მიტინგი პაკისტანში, ქალაქ გუჯრანვალაში. © EPA, 15.08.2014
ოპოზიციის მომხრეების მასობრივი მიტინგი პაკისტანში, ქალაქ გუჯრანვალაში. © EPA, 15.08.2014

სირიის ძალებმა ხელახლა დაიკავეს ქალაქი 14 აგვისტოს და დაამარცხეს შეიარაღებული დაჯგუფება, რომელსაც ხუთი თვის განმავლობაში ებრძოდა სირიის შეიარაღებული ძალები.

შეიარაღებული ძალების მეთაურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სირიის ჯარმა ქალაქში მშვიდობა და სტაბილურობა დაამყარა.

დანგრეული ქუჩის ხედი სირიის ქალაქ ალ-მეიაში, რომელიც სირიის ჯარებმა ტერორისტებისგან 14 აგვისტოს გაათავისუფლეს © EPA, 15.08.2014

პალესტინელები სხედან ხელით გაკეთებულ კარავში, ღაზის სექტორში, ქალაქ ბეით ლაჰიასთან ახლოს. © EPA, 15.08.2014

ისრაელის წარმომადგენლებმა მეორედ გამართეს შეხვედრა კაიროში ბოლო 24 საათის განმავლობაში, რათა მიაღწიონ შეთანხმებას დიდხნიანი ზავის შესანარჩუნებლად ღაზის სექტორში. ისრაელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ეგვიპტესთან, რადგან მას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ჰამასთან , რომელიც ღაზის სექტორს მართავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი, მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით