ახალი ამბები

უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ რუსული ავტოკოლონა გაანადგურა

15 აგვისტო, 2014 • • 953
უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ რუსული ავტოკოლონა გაანადგურა

The New York Times-ის ცნობით, რუსული ავტოკოლონა, რომელმაც უკრაინის საზღვარი გუშინ ღამით გადაკვეთა, დღეს უკრაინის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს. გამოცემა იუწყება, რომ უცნობია, მართავდნენ თუ არა მას რუსი ან სეპარატისტი ამბოხებულები.

 

ინფორმაცია რუსული ავტოკოლონის არტილერიის მიერ განადგურების შესახებ დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუნსენმა განაცხადა, რომ ალიანსმა დააფიქსირა ავტოკოლონის “შეჭრა” უკრაინის ტერიტორიაზე:

  

The New York Times-ის ცნობით, დღეს დილით გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სპეციალისტებმა ავტოკოლონის შემოწმება დაიწყეს, არ დაადასტურა თავდაცვის პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ. უკრაინამ და ასს-მ რუსეთო დაანაშალეს უკრაინელი ამბოხებულების შენიღბულად შეიარაღების მიწოდებაში.

 

REUTERS-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი არ ადასტურებს, რომ რუსულმა ავტოკოლონამ გადაკვეთა უკარინის საზღვარი და ის განადგურებულია.

 

ბრიტანეთმა მოსთხოვა რუსეთის ელჩს, რომ მიეწოდებინა განმარტება უკრაინაში შეჭრის შესახებ, ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ნებისმიერი ცალმხრივი ქმედება რუსეთის მხრიდან არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი