ახალი ამბები

გატაცების შესაძლო საფრთხის გამო, ბანგლადეშში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

24 თებერვალი, 2019 •
გატაცების შესაძლო საფრთხის გამო, ბანგლადეშში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

გატაცების შესაძლო მცდელობის გამო თვითმფრინავი, რომელიც ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან დუბაიში მიფრინავდა, იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო.

BBC-ის ინფორმაციით, კაცი, რომელიც პილოტების კაბინაში შეღწევას ცდილობდა დაკავებულია. ბანგლადეშის ავიაზების კუთვნილ თვითმფრინავში სულ 142 მგზავრი იყო, მათი ხმელეთზე გადმოსვლა უსაფრთხოდ მოხდა.

ქალაქ ჩითაგონგის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისთანავე, თვითმფრივანს გარს აეროპორტის დაცვა და პოლიცია შემოეხვია. რატომ სურდა ბოინგ 737-ის გატაცება დაკავებულს, ჯერ უცნობია. BBC ადგილობრვი მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბრალდებული 25 წლის არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი