ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი “რუსჰიდროს” წარმომადგენელს შეხვდა

14 აგვისტო, 2014 • 1862
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი “რუსჰიდროს” წარმომადგენელს შეხვდა

ზონკარის წყალსაცავი ცხინვალის რაიონში;          ფოტო: osinform.ru
ზონკარის წყალსაცავი ცხინვალის რაიონში; ფოტო: osinform.ru


რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია “რუსჰიდროს” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ტოკარევი 14 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

 

“შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურების ქსელის მშენებლობის დაწყებასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამომავლოდ უკვე დაგეგმილია ზონკარის წყალსაცავის პროექტის დაწყება ცხინვალის რაიონში”, – წერს სააგენტო “Рес”-ი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.   


მასალების გადაბეჭდვის წესი