ახალი ამბები

თბილისის პრაიდი “ევროპრაიდის” რუკაზე

22 თებერვალი, 2019 • 1384
თბილისის პრაიდი “ევროპრაიდის” რუკაზე

“თბილისი პრაიდი” ევროპის პრაიდ ორგანიზაციების ასოციაციის – “ევროპრაიდის” და საერთაშორისო პრაიდ ასოციაციის – “ინტერპრაიდის” წევრი გახდა. ამის შესახებ თბილისის პრაიდის კვირეულის საორგანიზაციო ჯგუფი იუწყება.

“ევროპრაიდმა”, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაფუძნებულ პრაიდ ორგანიზაციებს აერთიანებს, თავის რუკაზე “თბილისის პრაიდი” უკვე მონიშნა.

რაც შეეხება “ინტერპრაიდს” – ეს საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 80-იან წლებში დაარსდა. მასში მსოფლიოს მასშტაბით არსებული პრაიდ ორგანიზაციები იყრიან თავს.

თბილისი ლგბტქი მიმდინარე წლის 18-23 ივნისს გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს.

რას ნიშნავს პრაიდი და რა (არ) იგეგმება თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი