ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ოქროს საბადო აღმოაჩინეს

14 აგვისტო, 2014 • 2664
აზერბაიჯანში ოქროს საბადო აღმოაჩინეს


აზერბაიჯანული ტელეარხის “ლიდერის” ინფორმაციით, სოფელ ტულალარში აღმოჩენილი საბადოს მარაგი 80 ტონა ოქრო და 250 ტონა ვერცხლია.

 

როგორც სააგენტო “ნოვოსტი აზერბაიჯანა” იუწყება, მიმდინარე ფასებით, 80 ტონა ოქროს ფასი დაახლოებით 3,4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.


ამ დროისთვის გეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები და აზერბაიჯანის ნაციონალური აკადემიის გეოფიზიკოსები საბადოს კვლევას ატარებენ.


დღეისთვის აზერბაიჯანში ოქროს და ვერცხლის მოპოვება გედაბეკის და გოშას საბადოებში ხდება “Production Sharing Agreement” ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც ხელი 1997 წლის 21 აგვისტოს მოეწერა. ხელშეკრულება ოქროს მოპოვებას ექვს წერტილში ითვალისწინებს, სადაც მთლიანობაში 400 ტონა ოქროს, 2,5 ათასი ტონა ვერცხლისა და 1,5 ათასი ტონა სპილენძის მოპოვება იგეგმება, წერს სააგენტო “ნოვოსტი აზერბაიჯანა”.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი