ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში საქართველოსთან ომის დაწყების დღეს იხსენებენ

14 აგვისტო, 2014 • 1034
აფხაზეთში საქართველოსთან ომის დაწყების დღეს იხსენებენ

აპსნიპრესის” ინფორმაციით, დღეს, 14 აგვისტოს, დიდების  მემორიალი, სადაც “სამშობლოს დამცველთა” საფლავებია, მთავრობის წევრებმა, ვეტერანებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს.


“აგვისტოს იმ ცხელ დღეს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სამხედრო ძალები აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, რომელიც 413 დღეს გაგრძელდა და 30 სექტემბერს აფხაზი ხალხის გამარჯვებით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებებში 12 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა,” – წერს “აპსნიპრესი”.


აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ომში 2700 ადამიანზე მეტი დაიღუპა და 5 ათასზე მეტი დაიჭრა. 200 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა:


“აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის, აფხაზ ხალხთან ერთად, იბრძოდნენ მოხალისეები ჩრდილოეთ კავკასიიდან, რუსეთის სამხრეთიდან და აფხაზეთის დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან”.


აფხაზეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით ეგსჰუმაციის და საბრძოლო მოქმედებების ამოუცნობი მონაწილეების იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. დღეისათვის 19 გარდაცვლილის ნაშთია ამოცნობილი.


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.    


მასალების გადაბეჭდვის წესი