პირველი არხის საპროდიუსერო ჯგუფმა საბავშვო ევროვიზიისთვის წარმომადგენლები შეარჩია. 2014 წელს მალტაზე კონკურსის ფინალურ კონცერტზე ქვეყანას წარადგენს ტრიო, 10 წლის ლიზა ჯაფარიძის, 10 წლის დეა დაშნიანისა და 11 წლის სოფო დაშნიანის შემადგენლობით.

 

მაუწყებლის ცნობით, ჟიურიმ ისინი შიდაშესარჩევი კონკურსის მეშვეობით შეარჩია და ერთ ჯგუფში გააერთიანა. ისინი ფინალური კონცერტის სიმღერაზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

 

საბავშვო ევროვიზიას წელს მალტა მასპინძლობს, საბავშვო ევროვიზიის ფინალური კონცერტი 15 ნოემბერს გაიმართება და მის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს.

საბავშვო ევროვიზია 2014
საბავშვო ევროვიზია 2014

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *