ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში მცხოვრები იეზიდები ერაყში გენოციდის შეჩერებას ითხოვენ [ფოტო]

14 აგვისტო, 2014 • • 1315
სომხეთში მცხოვრები იეზიდები ერაყში გენოციდის შეჩერებას ითხოვენ [ფოტო]

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ერაყში სისხლისღვრის შეწყვეტას, ასევე, ჩრდილოეთ ერაყში იეზიდებისთვის იარაღის მიწოდებას თავდაცვის მიზნით. მათ, ასევე, მოითხოვეს გაეროსგან და სომხეთის მთავრობისგან, რომ იარაღი პირდაპირ ერაყელ იეზიდებს მიაწოდონ და არა ქურთების ხელისუფლებას.

სომხეთში მცხოვრები იეზიდების აქცია ერევანში, მთავრობის სახლთან, 14/08/2014
სომხეთში მცხოვრები იეზიდების აქცია ერევანში, მთავრობის სახლთან, 14/08/2014

 

სომხეთში იეზიდების სათვისტომოს ხელმძღვანელი აზიზ ტამოიანი აცხადებს, რომ ერაყში განვითარებული მოვლენები წინასწარ იყო დაგეგმილი რადიკალი ისლამისტების მიერ და მათი მიზანია იეზიდების სრულად განადგურება. სომხეთში მცხოვრებმა იეზიდებმა, ასევე, მოითხოვეს შანგალის პროვინციაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანა იეზიდი მოსახლეობის დაცვის მიზნით და მათ მიმართ გენოციდის შეჩერება. მომიტინგეების თქმით, სომხეთის მთავრობამ უნდა დასვას გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე ქრისტიანების და ეთნიკური უმცირესობების განადგურების საკითხი ერაყში.

სომხეთში მცხოვრები იეზიდების აქცია ერევანში, მთავრობის სახლთან, 14/08/2014
სომხეთში მცხოვრები იეზიდების აქცია ერევანში, მთავრობის სახლთან, 14/08/2014

აქციის მონაწილეებს შეხვდა ერევანში გაეროს ოფისის წარმომადგენელი აშოტ სარქისიანი, რომელმაც შეკრებილებს გააცნო სომხეთის მთავრობის გადაწყვეტულება, რომ გაუწიონ ჰუმანიტარული დახმარება ერაყში მცხოვრებ იეზიდებს 20 მილიონი დრამის (დაახლოებით 50 ათასი აშშ დოლარის) ფარგლებში. მაგრამ ამ ამბავმა აქციის მონაწილეები არ დააკმაყოფილა – ისინი მიიჩნევენ, რომ ამ მოცულობის დახმარება საკმარისი არ არის.

სომხეთში მცხოვრები იეზიდების აქცია ერევანში, მთავრობის სახლთან, 14/08/2014
სომხეთში მცხოვრები იეზიდების აქცია ერევანში, მთავრობის სახლთან, 14/08/2014

 

აქციის მონაწილეებს სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებიც შეხვდენენ, თუმცა იეზიდებმა პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანთან შეხვედრას ითხოვდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ერაყში ვითარების გამწვავებამდე სომხეთში მცხოვრები იეზიდები არაერთხელ სვამდნენ ერაყში მცხოვრები მათი თანამემაულეების დევნისა და შევიწროვების საკითხს. დღესდღეობით სომხეთში 50 ათასამდე იეზიდი ცხოვრობს.


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.    


 

მასალების გადაბეჭდვის წესი