შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 2014 წლის 6 თვეში გარდაიცვალა 38 და დაშავდა 61 ადამიანი; განადგურდა 327 შენობა და დაიღუპა 99 ერთეული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.

 

წელს ყველაზე მეტი ხანძარი იმერეთის რეგიონში (300 შემთხვევა), კახეთსა (295 შემთხვევა) და თბილისში (270 შემთხვევა) მოხდა; ყველაზე ნაკლები კი, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (19 შემთხვევა).

 

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შორის ხშირად ფიქსირდება ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა, ღუმელების მოწყობისა და ექსპლოატაციის წესების დარღვევა, ასევე, ელექტრონული მოწყობილობების მოწყობისა და ექსპლოატაციის წესის დარღვევა. უმეტეს შემთხვევაში ხანძრის  გამომწვევი მიზეზები დაუდგენელი რჩება.

 

საქართველოში 2010 წელს ხანძრების საერთო რაოდენობამ 4330 შემთხვევა შეადგინა, 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი 1007 ერთეულით შემცირდა.  

 

წელს ხანძრების რაოდენობა გაზრდილია 2013 წლის იანვარ–ივნისთან შედარებით (1585 შემთხვევა), ხოლო შემცირებულია 2012 წლის ამავე პერიოდთან შედარებით (2034 შემთხვევა).

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *