საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელიც 2018 წელს ეხება.
გასული წლის განმავლობაში ლაშა ჟვანიას შემოსავალი სხვადასხვა კომპანიიდან 291 675 ლარი იყო. დეკლარაციის მიხედვით, ჟვანიამ ყველაზე მეტი შემოსავალი შ.პ.ს გლობალ უნი გრუპიდან (247 872 ლარი) და პილიგრიმ ტურსიდან (32 484 ლარი) მიიღო. ერთ კომპანიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროი 100%-იან, ხოლო მეორეში 40%-იან წილს ფლობს. ჟვანია წილებს სულ 6 კომპანიაში ფლობს:
- შპს გლობალ არტი – 50%
- შპს პილიგრიმ ტურს – 40%
- შპს გლობალ უნი გრუპი – 100%
- შპს უნი ტურსი – 65%
- შპს გლობალური მედიაცია – 50%
- შპს ტრასტი – 25%
როგორც ვებ-გვერდიდან ვიგებთ, “პილიგრიმ ტურსი” მომხმარებელს სხვადასხვა ქვეყნებში პილიგრიმულ ტურებს სთავაზობს, როგორებიც არის “ღვთიური ცეცხლის” ჩამობრძანება აღდგომას დღესასწაულზე; საბერძნეთის სიწმინდებიის მოლოცვა; მომლოცველობითი ტური საფრანგეთსა და იტალიაში და სხვა.
რაც შეეხება შპს გლობალ უნი გრუპს, ის საკონსულტაციო კომპანიია. როგორც ვებ-გვერდზე წერია, კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საქმიანი პარტნიორების მოძიება, პროექტების მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა.
ლაშა ჟვანია დანაზოგის სახით 4500 აშშ დოლარს ინახავს. 2018 წელს ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მთავარი მენეჯერის პოსტზე 15 000 ლარი მიიღო, ანუ თვეში- 1 250 ლარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოსტზე ყოფნისას ჟვანიამ ერთ თვეში 3 273 ლარი აიღო ხელფასის სახით.
სრულად დეკლარაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.