CNN Turk-ის ინფორმაციით, თურქეთში, ანტალიაში “ცხინვალის სპარტაკის” 5 ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ქურდობის ფაქტზე დააკავეს. როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა გუშინ, 21 თებერვალს, 17:45 საათზე სავაჭრო ცენტრში მოხდა.
CNN Turk წერს, რომ შემთხვეევა სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს, ხოლო მაღაზიიდან სპორტული ინვენტარია წაღებული. რაც შეეხება დაკავებულებს, გამოცემის მიხედვით, პოლიციამ ისინი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დააკავა.
რაც შეეხბა ქართულ მხარეს, ნეტგაზეთმა მიმართა საგარეო სამინისტროსა და შსს-ს. საგარეოში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა. შსს-ში კი განმარტავენ, რომ ოფიციალურ განცხადებას ცოტა ხანში მოგვაწვდიან. საფეხბურთო კლუბ “ცხინვალში” ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ.