ახალი ამბები

თუ სწორი ნაბიჯები არ გადაიდგა, ვითარება შესაძლოა უფრო დამძიმდეს – ჩუგოშვილი

22 თებერვალი, 2019 • 1397
თუ სწორი ნაბიჯები არ გადაიდგა, ვითარება შესაძლოა უფრო დამძიმდეს – ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა/არდანიშვნის საკითხზე თუ სწორი ნაბიჯები არ გადაიდგა, ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დამძმდეს. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

დღევანდელი დისკუსია იმდენად მძმე იყო, რომ სწორი გამოსავალი თუ არ შესთავაზა ხელისუფლებამ საზოგადოებას (რადგან ხელისუფლებაზე მოდის ძირითადად პასუხისმგებლობა), შეიძლება ძალიან დამძიმდეს პროცესები. ბუნებრივია, ძალიან არ მინდა, ასე მოხდეს. ყველანაირად ვცდილობ, გზა დავანახო საქართველოს პარლამენტს, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ამ წუთში,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ რატომ არჩია უმრავლესობამ ძველ თანამებრძოლებს (ბესელია, ფოფხაძე და ა.შ.) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული “ოდიოზური მოსამართლეები”, თამარ ჩუგოშვილი პასუხობს, რომ მათ ნაცვლად გაუჭირდება საუბარი. პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, ძალიან გული წყდება, რომ ასე წარიმართა პროცესები, თუმცა იმედი არ დაუკარგავს.

პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი დღეს პარლამენტში ინიციატივით გამოვიდა – თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოში მის მიერ დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს. უმრავლესობის წევრის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭს მიერ დასახელებული მოსამართლეების ადგილას კი, საერთოდ გაიხდიდა მანტიას.

ჩუგოშვილის განმარტებით, ეს მისი პირადი პოზიციაა, რომელიც არ შეუთანხმებია უმრავლესობასთან. თუმცა, როგორც პარლამენტის ვიცესპიკერი ამბობს, მისი გუნდის ნაწილმა ეს ინიციატივა პოზიტიურად მიიღო, რაც პირად საუბრებშიც დაუდასტურეს.

თამარ ჩუგოშვილმა თავი შეიკავა ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობისგან, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 17 წინააღმდეგ წავიდა. კვორუმისთვის 76 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.

ვინ (არ) დაუჭირა მხარი ბესელიას და სხვების კანონპროექტს

მასალების გადაბეჭდვის წესი