“მე არ ვთვლი, რომ ყველა გაჟღერებული ბრალდება მტკიცებულებებს ეყრდნობა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული მასალები კარგა ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მტკიცებულებებით მანიპულაციას ქონდეს ადგილი,” – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა.

 

ოთარ კახიძის თქმით, ხარჯები არის არა პირადი, არამედ პრეზიდენტის ოფიციალური ხარჯები.

 

“ეს არ არის ფარული ხარჯები, როგორც თვითონ ამბობენ. ფარული ხარჯების ინვოისები, ქვითრები და ოფიციალური დოკუმენტაცია არ ინახება. ამ შემთხვევაში ოფიციალურად არის გაწეული ხარჯები. ეს არის არა პირადი ხარჯები, არამედ პრეზიდენტის ხარჯები, საერთაშორისო ვიზიტებისა და სასტუმროს დანახარჯები,” – თქვა ოთარ კახიძემ.

 

ოთო კახიძე
ოთო კახიძე

ადვოკატის თქმით, აღნიშნული ხარჯები სრულად რომ ყოფილიყო გასაიდომლოებული, მის შესახებ ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა. ოთარ კახიძის თქმით, უნდა შეფასდეს თანხების დახარჯვის კონტექსტი და ის შედეგები, რაც ამან სახელმწიფოს მოუტანა.

 

“როდესაც ვსაუბრობთ, რომ რაღაც გაიფლანგა და უშედეგოდ მოხდა თანხების დახარჯვა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, თუ რა შედეგი მოუტანა კონკრეტულად სახელმწიფოს, ქვეყანას, ამა თუ იმ საერთაშორისო აქტივობამ,”– თქვა ადვოკატმა.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებისთვის, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო, ბრალი წარედგინა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ჯანაშიას. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს ეხება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *