“გაგდგამთ აქედან” – ირმა ინაშვილი კენჭისყრასთან დაკავშირებით პროცედურის მკაფიოდ გარკვევას ითხოვს უმრავლესობის მხრიდან, წინააღდეგ შემთხვევაში პარლამენტთან 400 000 ადამიანის მიყვანით იმუქრება.
ირმა ინაშვილი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა პროცედურის დარღვევით ცდილობს, არ უყაროს კენჭი წარდგენილ კანონპროექტებს.
ცოტა არ იყოს, უხერხულია, რაც ახლა ხდება – უბრალოდ, პროცედურასთან კავშირშიც არის და საზოგადოებასთან პირდაპირ კავშირშიც არის. ვატყუებთ ამ ხალხს, რომ კენჭისყრა იქნება, თუ რას ველოდებით დღეს ჩვენ? მკაფიოდ გვინდა ვიცოდეთ, შედგება თუ არა კენჭისყრა დღეს, თუ 400 ათას ადამიანს მოვუწოდოთ და მოვიდნენ პარლამენტთან, რომ გაიძულოთ კენჭისყრა, გვითხარით და ამასაც გავაკეთებთ პარლამენტის ტრიბუნიდან – სამივეს [ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს] გაგდგამთ აქედან”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დღეს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ეკა ბესელიას და კიდვ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც მიღების შემთხვევაში ამ პროცესის შეჩერებას გამოიწვევს. პატრიოტთა ალიანსს, ასევე, წარდგენილი აქვს კანონპროექტი, რომლითაც წინა ხელისუფლების გასამართლებას ითხოვს.