კობახიძე: ლევან გოგიჩაიშვილსა და “ნაცმოძრაობას” შორის კონსენსუსი ძალიან ნიშანდობლივია

“კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და “ნაცმოძრაობას” შორის არის ძალიან ნიშანდობლივი”, – აცხადებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტის სპიკერმა გოგიჩაიშვილის თანამოაზრე უმრავლესობის დეპუტატებიც (ბესელია/ფოფხაძე) ახსენა იმავე კონტექსტში და მათ აფელირებასაც შეეცადა ნაციონალურ მოძრაობასთან:

ის კონსენსუსი ამ დარბაზში, რაც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, მეტყველებს ყველაფერზე.”

ვინ არის ლევან გოგიჩაიშვილი?

ლევან გოგიჩაიშვილი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფნის დროს, 2009 წელს დააპატიმრეს. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.