სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე მომხრეა, საგამოძიებო ორგანოებმა გამოიკვლიონ, აქვს თუ არა მას რაიმე დანაშაული ჩადენილი.
მურუსიძის თქმით, ეს მას გაუადვილებდა სამომავლოდ საქართველოში ცხოვრებას, ვინაიდან ახლა მუდმივად თავის მართლების რეჟიმში უწევს ყოფნა.
“ვერავინ იტყვის, რომ მე ამ ხნის განმავლობაში ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. ჩემთვის შეიძლება, უკეთესიც იყოს, რომ ჩემს მოღვაწეობასან დაკავშირებით თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, დაიწყოს გამოძიება. საგამოძიებო ორგანოებმა გამოიკვლიოს, თუ რამე გადაცდომა ან დანაშაული მაქვს ჩადენილი. ეს მე გამიადვილებდა მომავალში ამ ქვეყანაში ცხოვრებას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ყოველთვის კანონის შესაბამისად ვმოქმედებდი. თუ მურუსიძე არის ცუდი პიროვნება და თუ მას რაიმე დანაშაული აქვს ჩადელნილი, მას ეს უნდა დაუმტკიცოთ. ახლა აპრიორი ვლაპარაკობთ, რომ მურუსიძე დამნაშავეა და მე მიწევს თავის მართლება, რომ არ ვარ დამნაშავე”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ეს განცხადება ლევან მურუსიძემ დღეს, 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტში გააკეთა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.
შეხვედრა პლენარული სხდომის შესვენებაზე ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადების შესახებ 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას უყრიან კენჭს.