ახალი ამბები

აშშ-ის დახმარება ერაყიდან რელიგიური ნიშნით დევნილებისთვის

12 აგვისტო, 2014 • • 984
აშშ-ის დახმარება ერაყიდან რელიგიური ნიშნით დევნილებისთვის

CNN-ს ინფორმაციით, ასობით ათასი იეზიდი ერაყელმა ისლამისტებმა საკუთარი სახლებიდან იძულებით გამოასახლეს და დაახლოებით 40 000 მათგანი სინჯარის მთის მწვერვალზე შეიტყუეს.

 

ერაყში მოსახლეობის რელიგიური ნიშნით დევნის საკითხებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 11 აგვისტოს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამერიკული სამხედრო ძალების საქმიანობა წარმატებით და მიზანმიმართულად მიმდინარეობს. შეერთებული შტატები აგრძელებს ყოველდღიურად ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ბავშვების, ქალებისა და კაცებისათვის, რომლებიც  ამ დროისათვის რთულ ვითარებაში სინჯარის მთაზე იმყოფებიან, – განაცხადა ობამამ.

 

ისლამისტების აგრესიას რელიგიური და სხვა სახის უმცირესობების მიმართ გმობს რომის პაპი ფრანცისკე. როგორც “გარდიანი” იუწყება, პაპმა ყოველკვირეულ ლოცვაზე ქადაგებისას აღნიშნა, რომ “მიმდინარე მოვლენები უხეშად შეურაცხყოფს ღმერთს და კაცობრიობას. არ შეიძლება, სიძულვილი და ომი ღმერთის სახელს ატარებდეს”.

 

რომის პაპის გადაყვეტილებით, ვატიკანიდან მისი წარმომადგენელი კარდინალი ფერნანდო ფილონი ერაყში გაემგზავრება. სექტემბერში კი რომში რელიგიის საკითხებში ვატიკანის დიპლომატიური წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება, რომლის მიზანია მხარდაჭერის ორგანიზება მათთვის, ვინც ისლამისტების აგრესიის შედეგად დაზარალდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი