ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველომ და სომხეთმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გეგმა შეათანხმეს

21 თებერვალი, 2019 •
საქართველომ და სომხეთმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გეგმა შეათანხმეს

სომხური მედიის ცნობით, სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა, დავით ტონიანმა და ლევან იზორიამ ერევანში 2019 წლის თანამშრომლობის პროგრამას ხელი მოაწერეს.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავით ტონიანმა განაცხადა, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობი საკითხები.

სომხური მედიის ცნობითვე, მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის პროგრამის დოკუმენტს, რომელიც 2010 წლიდან ფორმდება ხოლმე და ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებას სამხედრო განათლების, სამხედრო ჯანდაცვის, მომზადების, ადამიანის უფლებებისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი