კიევის ცენტრში, ხიდზე გაკრულია იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც ზამთარში ევრომაიდნის საპროტესტო აქციების დროს მოკლეს, პარალელურად ქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ასუფთავებენ თავისუფლების მოედანს ბარიკადებისგან. კიევის ცენტრალურ უბანში სამანქანო გზა 11 აგვისტოს გაიხსნა, ხოლო ადგილობრივმა მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრის დასუფთავება 9 აგვისტოს დაიწყეს.

უკრაინელები კიევში მაიდანს ასუფთავებენ. © EPA, 11.08.2014
უკრაინელები კიევში მაიდანს ასუფთავებენ. © EPA, 11.08.2014

227 მიგრანტი სამხრეთ საჰარიდან საზღვაო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გადაარჩინეს გიბრალტარის სრუტეში, როდესაც ისინი 23 პატარა, სათამაშოს მსგავსი ნავით ცდილობდნენ ესპანეთის სანაპირომდე მიღწევას. ერთ დღეში ამ რაოდენობის მიგრანტი ესპანეთის სანაპიროსთან 2010 წლიდან არ გამოჩენილა. შარშან მთლიანონაში 3237 მიგრანტი შევიდა ესპანეთის სანაპიროებზე, რაც 2012 წელთან შედარებით 15%-ით მეტია.

გადარჩენილი საჰარელი მიგრანტები ესპანეთში. © EPA, 11.08.2014
გადარჩენილი საჰარელი მიგრანტები ესპანეთში. © EPA, 11.08.2014

პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის მხარდამჭერები ბაღდადის ცენტრში მისი ფოტოებითა და პლაკატებით გამოვიდნენ, რომელზეც არაბულ ენაზე წერია: “მალიკი ჩვენი არჩევანია”. 11 აგვისტოს მალიკიმ მოიგო პროცესი ქვეყნის უზენაეს სასამართლოში, რომლითაც მას მიეცა უფლება მესამე ვადით დარჩეს თანამდებობას, თუმცა ერაყის პრეზიდენტი ცდილობს ახალი მთავრობის ფორმირებას. ერაყის პარლამენტმა ახალი პრემიერის დამტკიცების საკითხი 10-დან 19 აგვისტოსთვის გადადო.

ერაყელი დემონანსტრატები მხარს პრემიერ-მინისტრ მალიკის უჭერენ. © EPA, 11.08.2014
ერაყელი დემონანსტრატები მხარს პრემიერ-მინისტრ მალიკის უჭერენ. © EPA, 11.08.2014

სოფლის მოსახლეობა და ოფიცრები უყურებენ, თუ როგორ წვრთიან თავდაცვის ტექნიკაში სკოლის მოსწავლე გოგონებს ინდოეთის სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის ქალი თანამშრომლები ბალაჰარვალში პაკისტანი-ინდოეთის საზღვართან ახლოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში გაიზარდა ქალის მიმართ დანაშაულები, სკოლის მოსწავლე გოგონებს უტარებენ ორკვირიან ტრენინგებს ინდოეთის სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის ქალი თანამშრომლები.

წვრთნა თავდაცვაში ინდოეთში სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის. © EPA, 11.08.2014
წვრთნა თავდაცვაში ინდოეთში სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის. © EPA, 11.08.2014

სამი ბავშვი თავს აფარებს ერთ ქოლგაში ძლიერი წვიმის შემდეგ ლუდიანის ოლქში, სამხრეთ დასავლეთ ჩინეთის იუნანის პროვინციაში, სადაც 3 აგვისტოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 11 აგვისტოს კი მიწისძვრისგან დაზარალებულებს ძლიერმა წვიმამ შეუქმნა დამატებითი პრობლემები.

წვიმებმა შეუტია ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მიწისძვრის ზონას. © EPA, 11.08.2014
წვიმებმა შეუტია ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მიწისძვრის ზონას. © EPA, 11.08.2014

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *