თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
ადგილობრივების განცხადებით, მათ რამდენიმე გასროლა გაიგეს.
როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთით ისჯება.