ახალი ამბები

16 შტატი დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივის

19 თებერვალი, 2019 • 805
16 შტატი დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივის

აშშ-ის 16 შტატისგან შემდგარი კოალიცია, კალიფორნიის ხელმძღვანელობით, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ სასამართლოში ასაჩივრებს.

სამართალწარმოება სან ფრანცისკოს რაიონულ სასამართლოში დაიწყო.

“ჩვენ შეგვაქვს სარჩელი, რომ შევაჩეროთ დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და გადასახადის გადამხდელთა ფულადი სახსრების ცალმხრივად ფლანგვა”, – განაცხადა კალიფორნიის შტატის გენერალურმა პროკურომა ხავიერ ბესერამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება მექსიკის საზღვართან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ტრამპს, კონგრესის გვერდის ავლით, ქვეყნის ბიუჯეტის მილიარდობით დოლართან წვდომისა და კედლის პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს.


აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი საკვანძო დაპირება იყო. აღნიშნულს ეწინააღმდეგებიან “დემოკარტები”, რომლებიც ამჟამად კონგრესის ქვედა პალატას აკონტროლებენ და ქვეყნის ბიუჯეტიდან კედლის ასაშენებლად საჭირო თანხის – 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უარს აცხადებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი